„112“ წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში, იღებს გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინებებს და შემდგომი რეაგირებისთვის გადასცემს შესაბამის სამსახურებს (პოლიცია, სახანძრო/სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი). 112-ის მთავარი მიზანია დაიცვას როგორც ადამიანების სიცოცხლე, ისე კერძო და საზოგადოებრივი საკუთრება, როცა წამები გადამწყვეტია. 112-ის მისიაა შემცირდეს გადაუდებელი დახმარების მიღების დრო.
სამუშაო ადგილი: თბილისი
თანამდებობრივი სარგო: 2000 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1 (შტატგარეშე შრომითი ხელშეკრულებით)
ფუნქცია-მოვალეობები:
ორგანიზაციის ბიზნეს პროცესების ანალიზი, მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება და ანგარიშგება;
„112”-ის სამუშაო პროგრამის, საინფორმაციო პორტალის, ტექნიკური და პროცედურული ნაწილის ანალიზი;
„112“ -ში შემოსული შეტყობინებების ანალიზი და სტატისტიკური დამუშავება;
განხორციელებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე სამუშაო ცვლების გადანაწილების, დატვირთვის შესაბამისად განრიგის შედგენისა და სამუშაო პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის რეკომენდაციების წარდგენა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი განათლება, სასურველია სოციოლოგიის/ანალიტიკის/სტატისტიკის მიმართულებით
სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
უცხო ენა: ინგლისური – არანაკლებ B2
კომპუტერული პროგრამები: აუცილებელია MS Office, My SQL/SQL და სტატისტიკურ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება SPSS, Stata ან R
უნარები:
ორგანიზების კარგი უნარი;
საქმიანი დოკუმენტაციის წარმოების უნარი;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
მაღალი ანალიტიკური უნარები (პრობლემის გადაჭრა, კრიტიკული აზროვნება).
პიროვნული თვისებები:
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ლოგიკური აზროვნების უნარი;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
ორგანიზებულობა.
მისამართი: ქ. თბილისი, ლისის ქუჩა N1ა
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 20 ოქტომბერი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: hr@112.ge – სათაურში მიუთითეთ ანალიტიკოსი.