„112“ წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში, იღებს გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინებებს და შემდგომი რეაგირებისთვის გადასცემს შესაბამის სამსახურებს (პოლიცია, სახანძრო/სამაშველო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი). „112“-ის მთავარი მიზანია დაიცვას, როგორც ადამიანების სიცოცხლე, ისე კერძო და საზოგადოებრივი საკუთრება, „112“-ის მისიაა შემცირდეს გადაუდებელი დახმარების მიღების დრო.
სამუშაო პირობები:
– დისლოკაციის ადგილი: ქ.თბილისი
– გრაფიკი: ცვლაში მუშაობა
– თანამდებობრივი სარგო: გამომუშავების მიხედვით
ფუნქცია-მოვალეობები:
– გამოძახებაზე დროულად გასვლა;
– ამწე ევაკუატორის(ობობა) საშუალებით ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე უსაფრთხოდ გადაყვანა;
– გამოძახებაზე საქმის შედგენა და დასრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
– საშუალო განათლება;
– ამწე ევაკუატორის (ობობა) მძღოლად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
– მართვის მოწმობა, მინიმუმ „B“ და „C“ კატეგორია (აუცილებელია რეზიუმესთან ერთად გამოაგზავნოთ მართვის მოწმობის ასლი);
უნარები:
– დისციპლინირებულობა;
– პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
– სწრაფი რეაგირება;
– ორგანიზებულობა;
– მოწესრიგებულობა;
შერჩევის ეტაპები:
I ეტაპი – რეზიუმეების მიღება/ შერჩევა;
II ეტაპი – ინდივიდუალური გასაუბრება;
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში „112“ გთავაზობთ:
– ჯანმრთელობის დაზღვევას;
– კორპორატიული ტელეფონის ნომერს;
გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მისამართზე – hr@112.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა – 15/11/2019