პოზიციის დასახელება: ზარის მიმღები (სარეზერვო ბაზისთვის)
სამუშაო ადგილი – თბილისი / რუსთავი
ორგანიზაციის შესახებ:
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ამოცანებია:
 - გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვის მიზნით საგანგებო სიტუაციებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის საშუალებით შეტყობინებების მიღება;
 - უფლებამოსილ სუბიექტებთან ერთად საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის აუცილებლობის სხვა შემთხვევების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით აღნიშნულ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
 - ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტისა და სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით;
 - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით ელექტრონული ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
 - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და მისი კონტროლი.
 
ადგილების რაოდენობა: 30
ფუნქციები–მოვალეობები
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112″ -თან დაკავშირების სხვადასხვა არხით შეტყობინების მიღება, შესაბამის კომპიუტერულ პროგრამაში დამუშავება და გადაცემა;
 - შემთხვევის სპეციფიკის განსაზღვრა და გასაწევი დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
 - წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად ცვლაში მუშაობა;
 - სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში სხვა დავალებების შესრულება.
 
საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, ლისის ქუჩა N1ა
საკონტაქტო ინფორმაცია: 0322-41-96-92; 0322-41-86-24
დაინტერესებული კანდიდატები უნდა დარეგისტრირდნენ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე www.hr.gov.ge
რეზიუმეების მიღება ხდება მხოლოდ www.hr.gov.ge – ის მეშვეობით ბმულზე.