ვახტანგ გომელაური საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ…
მოქალაქეების მხრიდან ჩვენთან კომუნიკაციის ერთ-ერთ ძირითად არხს წარმოადგენს 112. მაგალითად, 2019 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით 112-ის ოპერატორებმა 2 მილიონამდე ზარს უპასუხეს. ხოლო 2020 წლის იგივე პერიოდში ზარების რაოდენობა 4 მილიონამდე არის გაზრდილი.
მიზნობრივ ზარებთან ერთად, სამწუხაროდ, მოიმატა არამიზნობრივმა ზარებმაც, ვინაიდან COVID-თან დაკავშირებულ ყველა შეკითხვაზე პასუხის მისაღებად მოქალაქეები 112-ზე რეკავდნენ, შესაბამისად იზრდებოდა ზარების მოლოდინის რეჟიმში ყოფნის დრო, ასეთი ზარების რაოდენობა და ხანგრძლივობაც. ჩვენ ეტაპობრივად შევძელით და დავამატეთ შესაბამისი რესურსი.
112-მა არსებულ ინფრასტრუქტურაზე მოაწყო და 2020 წლის 30 მარტს ექსპლუატაციაში ჩაუშვა ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი – 144. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ცხელი ხაზების ინფრასტრუქტურა თბილისის მასშტაბით დამატებით მოეწყო სამ ლოკაციაზე.
ბოლო დროს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სულ ახლახან დავამატეთ ცხელი ხაზის ოპერატორთა რაოდენობა, რათა ჩვენს მოქალაქეებს მაქიმალურად შევუმციროთ ლოდინის დრო.