
2021 წლის 1 მარტიდან, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, კახეთის რეგიონში, ახმეტის რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის ოთხი სექცია ამოქმედდა:
- ახმეტის მუნიციპალიტეტი სოფელ მატანიდან – სოფელ დუისამდე; ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
- ახმეტის მუნიციპალიტეტი სოფელ დუისიდან – სოფელ ჯოყოლომდე; ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.
- ახმეტის მუნიციპალიტეტი სოფელ ჯოყოლოდან – სოფელ დუისამდე; ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.
- ახმეტის მუნიციპალიტეტი სოფელ დუისიდან – სოფელ მატანამდე; ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
სულ საქართველოს მასშტაბით უკვე 1213 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.