პოზიციის დასახელება: ზარის მიმღები (სარეზერვო ბაზისთვის)
სამუშაო ადგილი – თბილისი/რუსთავი
ორგანიზაციის შესახებ:
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ამოცანებია:
• გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვის მიზნით საგანგებო სიტუაციებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის საშუალებით შეტყობინებების მიღება;
• უფლებამოსილ სუბიექტებთან ერთად საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის აუცილებლობის სხვა შემთხვევების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით აღნიშნულ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
• ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტისა და სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით;
• საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით ელექტრონული ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
• საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და მისი კონტროლი.
ადგილების რაოდენობა: 30
ფუნქციები–მოვალეობები:
• საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112″ -თან დაკავშირების სხვადასხვა არხით შეტყობინების მიღება, შესაბამის კომპიუტერულ პროგრამაში დამუშავება და გადაცემა;
• შემთხვევის სპეციფიკის განსაზღვრა და გასაწევი დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
• წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად ცვლაში მუშაობა;
• სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში სხვა დავალებების შესრულება.
საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, ლისის ქუჩა N1ა
საკონტაქტო ინფორმაცია: 0322-41-96-92
დაინტერესებული კანდიდატები უნდა დარეგისტრირდნენ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე www.hr.gov.ge
რეზიუმეების მიღება ხდება მხოლოდ www.hr.gov.ge – ის მეშვეობით ბმულზე