• 100 ლარის გადახდის სანაცვლოდ, 112-ის სადგომზე გადმოყვანისა და დგომის საფასურის გადახდისგან თავისუფლდება ყველა პირი, რომლის სატრანსპორტო საშუალებაც სადგომზე გადმოყვანილ იქნა 2020 წლის 1 სექტემბრამდე, კანონის ამოქმედების მომენტისთვისაც სადგომზეა განთავსებული და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემულია ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანის ნებართვა. 

  • აღნიშნული შეღავათით სარგებლობა უფლებამოსილ პირებს კანონის ამოქმედებიდან 3 თვის განმავლობაში შეეძლებათ. 2021 წლის 14 სექტემბრამდე. 

  • მესაკუთრემ, უნდა წარმოადგინოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული ნებართვა, რომელიც დაადასტურებს რომ კონკრეტულ შემთხვევაში დასრულებულია ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოება. 

  • მოქალაქემ, ნებართვის მისაღებად უნდა მიმართოს საპატრულო პოლიციის ერთიან მომსახურების ცენტრს. 


სამუშაო საათები:

ორშაბათი – პარასკევი: 09:00 საათიდან 18:00 საათამდე; შაბათი: 09:00 საათიდან 14:00 საათამდე. 


ვრცელდება თუ არა კანონის მოქმედება იმ პირებზე, რომელთა წინააღმდეგ მიმდინარეობს სამოქალაქო დავა, საფასურის დავალიანებასთან დაკავშირებით? 

– დიახ, კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირებზეც, რომელთა წინააღმდეგ მიმდინარეობს ან დასრულებულია სამოქალაქო დავა, საფასურის დაკისრებასთან დაკავშირებით. 


ვრცელდება თუ არა კანონის მოქმედება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება?

– დიახ, ვრცელდება, თუ გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული. 


ვრცელდება თუ არა საშეღავათო პირობები 100 ლარის გადახდასთან დაკავშირებით?

– სატრანსპორტო საშუალების სადგომიდან გაყვანის მსურველს 100 ლარის გადახდა მოუწევს ნებისმიერ შემთხვევაში. 

რა შედეგი დადგება 3 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ?

– თუ კი 3 თვის ვადაში პირმა არ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების სადგომიდან გაყვანა, სადგომზე დგომის საფასურის გადახდევინების მიზნით, განხორციელდება იძულებითი აღსრულება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ვრცელდება თუ არა კანონი სატრანსპორტო საშუალების მისაბმელზე?

დიახ, კანონი ვრცელდება, ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებზე. მათ შორის მოტოციკლეტებზე, სატვირთო ავტომანქანებსა და მიკროავტობუსებზე. 


როგორ შემიძლია გადავიხადო თანხა?

112-ის საჯარიმო ავტოსადგომზე, თანხის გადახდა შესაძლებელია, უნაღდო ანგარიშსწორებით, ჩასარიცხი აპარატისა და საბანკო ტერმინალის საშუალებით.
 




დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:  032 2 41 96 91


ცხელი ხაზის სამუშაო საათები: ორშაბათი – პარასკევი: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. 


112-ის საჯარიმო ავტოსადგომების მისამართები: დიღმის ავტოსადგომი – ბალანჩინის ქუჩა; ვარკეთილის ავტოსადგომი – გახოკიძის ქუჩა.


სამუშაო საათები: ორშაბათი – პარასკევი: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე; შაბათი – 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.