2017 წლის 31 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე, ივან ნოსკევიჩი ეწვია.
სტუმრები საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებულ სიტუაციას გაეცნენ და ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის – 112-ის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს
ბელარუსის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს და დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ ადგილზე გაცნობოდნენ 112-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას და დაკვირვებოდნენ ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს. 112-ის დირექტორმა, გიორგი ბიჭაშვილმა დელეგაციის წევრებს ცენტრი პირადად დაათვალიერებინა და სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.