შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის ეროვნული პოლიციის კომისრის მოადგილე, მეტს ლოფვინგი და შვედი სამართალდამცველები ეწვივნენ.
სტუმრები საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებულ ვითარებას გაეცნენ და ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის – 112-ის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
112-ის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს პრეზენტაციის სახით მიაწოდეს ინფორმაცია განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების, ასევე, ზარის მიღებისა და დამუშავების პროცესის შესახებ. სტუმრებმა დაათვალიერეს ქოლ-ცენტრი, სადაც ოპერატორებისა და დისპეტჩერების ძირითად სამუშაო პროგრამასთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მიიღეს. მხარეებმა საერთო ინტერესის საკითხები განიხილეს და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. შეხვედრის დასასრულს, 112-ის ხელმძღვანელებმა დელეგაციის თითოეულ წევრს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.