შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტს, პროექტის – „მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდის“ ფარგლებში, თბილისის 182-ე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.

მოზარდებმა 112-ის თბილისის ცენტრი დაათვალიერეს და გადაუდებელი დახმარების ნომრის შესახებსრული ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებმა ცენტრის თანამშრომლებს მათ მიერ სპეციალურად 112-ის თემატიკაზე შექმნილი პოსტერი წარუდგინეს, ხოლო 112-ის ოპერატორ ქალბატონებს საჩუქრად ყვავილები გადასცეს.

[/su_spoiler]