შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტს, პროექტის – „მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდის“ ფარგლებში, სერვანტესის სახელობის გიმნაზიის – „აია-GESS“-ის მეოთხე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. 112-ის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ: თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე; რომელი გადაუდებელი სამსახურის ბრიგადის გამოძახებაა შესაძლებელი 112-ზე დარეკვით. მათ, აგრეთვე, შეიტყვეს, თუ რა ზიანის მომტანია 112-ზე ცრუ ზარის განხორციელება და რა სანქციებია გათვალისწინებული ნომრის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევებში. მოზარდებმა 112-ის თბილისის ცენტრი დაათვალიერეს და შეხვედრის დასასრულს სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.