შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტს საფრანგეთის კონსული – სინდი სკრივენი და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები ესტუმრნენ. 112-ის თანამშრომლები საფრანგეთის საელჩოს დელეგაციის წევრებს ცენტრში განხორციელებული და სამომავლო პროექტების შესახებ ესაუბრნენ.
სტუმრებმა დაათვალიერეს ქოლ-ცენტრი, სადაც ზარის მიღებისა და დამუშავების პროცესს გაეცნენ. 112-ისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ვიზიტის დასასრულს, შსს-ს სსიპ 112-ის დირექტორმა, გიორგი ბიჭაშვილმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.