შსს-ს 112-ის დეპარტამენტმა ნატო-ს დღეების გახსნაზე საბავშვო პროექტი – „კოსმოსური ხომალდი“ წარმოადგინა. პროექტის ფარგლებში, 112-ის ოპერატორები ბავშვებს ფუტურისტული იმიჯით დახვდნენ და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილი კომპიუტერული თამაშები შესთავაზეს.
გამარჯვებულ ბავშვებს 112-ის უნივერსალური საშვები გადაეცათ, რომელთა საშუალებითაც ისინი ნამდვილ 112-ში მოხვდებიან და თავად ნახავენ, როგორ ეხმარებიან ცენტრის ოპერატორები გადაუდებელ სიტუაციაში მყოფ მოქალაქეებს.
ნატო-ს დღეები, უკვე მეათე წელია, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით იმართება. ცენტრმა ყველა დაინტერესებულ სტუმარს უმასპინძლა და მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები შესთავაზა.