შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტს ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრი იასონნა ლაოლი დელეგაციასთან ერთად ესტუმრა.

112-ის წარმომადგენლებმა სტუმრებს ცენტრში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების, ასევე, ზარის მიღებისა და დამუშავების პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

დელეგაციის წევრებმა ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს, სადაც ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. შეხვედრის დასასრულს, 112-ის დირექტორმა, გიორგი ბიჭაშვილმა დელეგაციის წევრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

[/su_spoiler]