შსს-ს 112-ის დეპარტამენტს ნატო-ს დღეების ფარგლებში წარმოდგენილი საბავშვო პროექტის – „კოსმოსური ხომალდი“ – გამარჯვებული ბავშვები ესტუმრნენ.

პროექტის ფარგლებში, 112-ის ოპერატორები მოზარდებს, ნატოს საინფორმაციო ცენტრში, ფუტურისტული იმიჯით დახვდნენ და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილი კომპიუტერული თამაშები შესთავაზეს. გამარჯვებულ ბავშვებს 112-ის უნივერსალური საშვები გადაეცათ, რომელთა საშუალებითაც ისინი ნამდვილ 112-ში მოხვდნენ და თავად ნახეს, როგორ ეხმარებიან ცენტრის ოპერატორები გადაუდებელ სიტუაციაში მყოფ მოქალაქეებს.

შეხვედრის დასასრულს, მოზარდებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

[/su_spoiler]