შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 2017 წლის 26 მაისს, თელავში მოქალაქეებს იმიტირებულ უსაფრთხო ქალაქში უმასპინძლა.
იმიტირებულ ქალაქში შსს-ს 112-ის დეპარტამენტმა ინოვაციური საბავშვო პროექტი – „112-ის კოსმოსური ხომალდი“ წარმოადგინა, სადაც მოზარდებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა.