შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტს Robotics.ge -სა და logicmeter -ის ერთობლივი „საზაფხულო STEM აკადემიის“ მოსწავლეები ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, მოზარდებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ და რა დროს უნდა დარეკონ 112-ზე. გაიგეს, რომელი საგანგებო სამსახურის ბრიგადების გამოძახებაა შესაძლებელი 112-ზე დარეკვით. ასევე, სამსახურის წარმომადგენლებისგან შეიტყვეს, თუ რა ზიანის მომტანია ცრუ ზარის განხორციელება და რა სანქციებია გათვალისწინებული ნომრის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევებში.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს 112-ის ქოლ-ცენტრი და ადგილზე გაეცნენ სამსახურისა და ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას.