საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტის წარმომადგენლები, აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში, ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, 112-ის დელეგაციის წევრები ნიუ-იორკის 911-ის ქოლ-ცენტრს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (OEM), სახანძრო/სამაშველო დეპარტამენტსა (FDNY) და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს (Northwell Health, EMS) ეწვივნენ და სამუშაო პროცესებს ადგილზე გაეცნენ.
ქალაქ ნიუ-იორკის 911-ის ქოლ-ცენტრში საქართველოს 112-ის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, დისპეტჩერ/ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გასცნობოდნენ. ასევე ზარის მიღების და შეტყობინების დამუშავების პროცესს დაკვირვებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე 112-ის წარმომადგენლებმა ამერიკულ მხარესთან ერთად განიხილეს საგანგებო შემთხვევებთან დაკავშირებული საკითხები: პრიორიტეტების და შემთხვევის ადგილმდებარეობის განსაზღვრა, გადაუდებელი დახმარებისათვის საჭირო რესურსების ეფექტური მართვა, ცრუ და არამიზნობრივი ზარების შედეგები და აღნიშნული მიმართულებით სანქციების შემუშავება.
საქართველოს შსს-ს სსიპ 112-ის გადაუდებელი დახმარების ცენტრი აშშ-ს 911-ის ქოლ-ცენტრის ანალოგს წარმოადგენს.