საქართველოს 112 ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) წევრია.
ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიაზე, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს „112“, მსოფლიოს 82 ქვეყანას შორის, სამჯერ იყო ნომინირებული და გამარჯვებულია 2015 წელს ნომინაციაში – „განსაკუთრებული მოქალაქე“, 2016 წელს კი – ნომინაციაში „საუკეთესო ინოვაცია“ – SMS და ვიდეო ზარის სერვისით.