ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, გადაუდებელ შემთხვევებში, შეუძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით დაუკავშირდნენ 112-ს. სერვისი უფასოა და ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში.
სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
112-ზე დარეკვა შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირისთვის, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან 24 საათის განმავლობაში