საზოგადოებასთან ურთიერთობა
სკოლის მოსწავლეების ვიზიტი 112-ში
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112″ ახორციელებს პროექტს – „მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდა”. პროექტის ფარგლებში „112″-ის თბილისისა და რუსთავის ცენტრს ყოველწლიურად ათასობით მოსწავლე სტუმრობს.
ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები გადაუდებელი დახმარების ნომრის სწორად გამოყენებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს ეცნობიან. „112″-ის წარმომადგენელი მოზარდებს ინტერაქტიული პრეზენტაციის საშუალებით, აწვდის ინფორმაციას თუ რას ნიშნავს გადაუდებელი შემთხვევა, რა ნომერზე უნდა დარეკონ ასეთი შემთხვევების დროს და როგორ ითანამშრომლონ ოპერატორთან.
მოსწავლეებს ასევე განემარტებათ არამიზნობრივი ზარის განხორციელების საფრთხეები და ის სანქციები, რაც გათვალისწინებულია ცრუ ზარის დროს.
ვიზიტის დროს, სკოლის მოსწავლეებს საშუალება აქვთ დაათვალიერონ „112″-ის ცენტრი და გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები.
თუ გაქვთ სურვილი, 112-ში თქვენი სკოლის მოსწავლეების ვიზიტი დაიგეგმოს, მოგვწერეთ წერილი publicinfo@112.ge-ზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112″-ის დირექტორის, გიორგი არსოშვილის სახელზე.