საზოგადოებასთან ურთიერთობა



სტუმრად 112-ში

2019 წლის ივლისიდან, „112“ თბილისის ცენტრში მოქალაქეებს „ღია კარის“ დღეზე მასპინძლობს. 

პროექტი, მოქალაქეთა ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების, გამჭირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო სერვისის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 112-სა და მოქალაქეებს შორის ახალი საკომუნიკაციო არხს წარმოადგენს. 

ვიზიტის ფარგლებში, მოქალაქეებს საშუალება აქვთ, „112“-ის ხელმძღვანელ პირებს მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ თავად დაუსვან კითხვები. შეხვედრაზე სტუმრები, ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის სპეციფიკას ეცნობიან, ასევე, პრეზენტაციის სახით, მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იღებენ. 

თითოეულ მოქალაქეს, მარტივი რეგისტრაციის შემდეგ, საშუალება აქვს ეწვიოს „112“-ის თბილისის ცენტრს. „112“ მუდამ მზად არის უპასუხოს მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს და მიაწოდოს მათ ინფორმაცია ცენტრის სამუშაო სპეციფიკისა და ოპერატორთან თანამშრომლობის თაობაზე.

გალერეა