საზოგადოებასთან ურთიერთობა



ღია კარის დღე 112-ში

112-ისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ესტუმრონ 112-ის თბილისის ცენტრს და აიმაღლონ ცოდნა და უნარები გადაუდებელი დახმარების მიწოდების თაობაზე. 

შეხვედრებზე სტუდენტები იღებენ ინფორმაციას, როგორც 112-ის შესახებ, ასევე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელის მიერ მათ პირველი გადაუდებელი დახმარების შესახებ საბაზისო კურსი უტარდებათ. 

პროექტის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება გადაუდებელი შემთხვევების დროს ქცევის წესების შესახებ. სტუდენტები, კურსზე მიღებული ცოდნის შედეგად, გადაუდებელი შემთხვევების დროს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლამდე, დამოუკიდებლად შეძლებენ ახლობლებისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენას.

გალერეა