საზოგადოებასთან ურთიერთობა

„112-ის გმირი” – 2019 წელი

„112″-ის მიერ, ყოველი წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, „112-ის გმირის” წოდებით ჯილდოვდება ყველა ის ბავშვი, რომელმაც გადაუდებელი შემთხვევის დროს, სწორი გადაწყვეტილება მიიღო, „112″-ზე დროულად დარეკა და ოპერატორთან ყველა წესის დაცვით ითანამშრომლა.

პროექტის მიზანს საუკეთესო მოზარდი ინიციატორების წახალისება წარმოადგენს, რომელთა ქცევა ერთმნიშვნელოვნად მისაბაძი და სამაგალითოა.