შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112”-ის სასწავლო ცენტრში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს.

სწავლების მიზანს წარმოადგენდა მონაწილეების საკომუნიკაციო უნარების განვითარება, ეფექტური კომუნიკაციის მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება და მომსახურების პროცესის გაუმჯობესება.

სწავლების დასასრულს, ,,112”-ის დირექტორის მოადგილემ, მერი ჩიქობავამ და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ზვიად ასანიშვილმა ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

[/su_spoiler]