მიწისძვრების უმრავლესობა სუსტია, მაგრამ ზოგი მათგანი იწვევს ნგრევას, ხანდახან მსხვერპლსაც. როგორც კი შეიგრძნობთ ბიძგებს, დაინახავთ რომ ირხევა ჭაღი, ცვივა საგნები, გაიგებთ ძლიერ გუგუნს, მინის მსხვრევის ხმას, გახსოვდეთ – შენობის ნგრევამდე გაქვთ 15-20 წამი.
ბიძგების დასრულებამდე:
ბიძგების დასრულების შემდეგ:
შენობაში დაბრუნების შემდეგ:
გახსოვდეთ!!!
წყლის დონის უეცარი მატება, განპირობებული უხვი ნალექით, თოვლის ინტენსიური დნობით ან ნებისმიერი სხვა მიზეზით.
წყალდიდობის დროს:
წყალდიდობის შემდეგ:
წყალდიდობის ხშირი საშიშროების შემთხვევაში:
ბინაში ხანძრის დროს:
თუ ცეცხლი მოედო ტანსაცმელს:
ხანძრის ზონიდან გასვლის შემდეგ:
ქანების ფენის მოწყვეტა და გადაადგილება მთის კალთაზე ან ფერდობზე სიმძიმის ძალის გავლენით.
მეწყერის დაწყების ნიშნებია:
მეწყერის დროს:
მეწყერის შემდეგ:
თუ იმყოფებით შენობაში:
თუ იმყოფებით ქუჩაში:
ღვარცოფსაშიშ ადგილებში ინტენსიური ფიზიკური გამოფიტვის შედეგად წარმოქმნილი დიდი მოცულობის ნაშალი მასალა წყლით გაჯერების და გათხევადების პირობებში გადაიქცევა ტალახის, ქვატალახისა და წყალქვის ნაკადებად. ასეთ ნაკადებს გამანადგურებელი ძალა გააჩნია, რაც საფრთხეს უქმნის დასახლებულ პუნქტებს, ანგრევს ან ძლიერ აზიანებს კომუნიკაციებსა და ინფრასტრუქტურას, იწვევს ადამიანთა მსხვერპლს.
ჩვეულბრივ, წინასწარ ცნობილია ის ადგილები, სადაც შესაძლებელია ღვარცოფის მოვარდნა, ამიტომ, მთაში გამგზავრებამდე შეისწავლეთ თქვენი მოძრაობის მარშრუტზე ეს ადგილები და თავი აარიდეთ მათ, განსაკუთრებით – უხვი წვიმების შემდეგ;
ღვარცოფის დროს:
ღვარცოფის შემდეგ:
ჭექა-ქუხილი უზარმაზარი ენერგიის მქონე გიგანტური „ნაპერწკალია“. მას შეუძლია დააზიანოს ელექტროსადენები, გამოიწვიოს ხანძარი, დაარღვიოს კავშირგაბმულობა, გაანადგუროს ცოცხალი არსებები. ჭექა-ქუხილის დროს არ შეიძლება გაშლილ, ღია ადგილზე დგომა ან ცალკე მდგომი ხის თავშესაფრად გამოყენება.
თუ იმყოფებით სახლში:
თუ იმყოფებით ქუჩაში:
ქიმიური ხასიათის ავარიების დროს ქიმიური ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციის გამო შესაძლებელია მოხდეს ადამიანების მასიური დაზიანება – საკმაოდ მცირე დროში, ამიტომ ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დამცავი ღონისძიებების ოპერატიულად ჩატარებას.
ასეთი ღონისძიებებია:
ქიმიური ავარიის დროს:
მოწამლულ გარემოში მოძრაობისას:
ბუნებრივი აირით მოწამვლის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია:
დაუშვებელია:
ბუნებრივი აირის გაჟონვის შემთხვევაში დაუყონებლივ:
დაზარალებულის არსებობის შემთხვევაში:
ოჯახში ძალადობა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებული ჩაგვრის ფორმაა. იგი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული მოვლენაა.
ოჯახის წევრები არიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები,
მეურვე, მზრუნველი,მხარდამჭერი, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად
ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ ძალადობას ან იძულებას ოჯახის სხვა წევრის მიმართ ან/და ახდენს არასრულწოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფას.
მსხვერპლი არის ოჯახის წევრი, რომელმაც გამოსცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება, ასევე, არასრწულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესი უგულებელყოფილია ოჯახის წევრის მიერ.
ძალადობა ოჯახში ყველაზე ხშირად ქალების და ბავშვების მიმართ ხდება!
ფიზიკური ძალადობა
ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, უკანონო თავისუფლების აღკვეთა ან ქმედება,რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას.
ფსიქოლოგიური ძალადობა
შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა,
პატივისა და ღირსების შელახვა.
სექსუალური ძალადობა
სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ.
ეკონომიკური ძალადობა
საკვებითა და საცხოვრებლით სარგებლობის განზრახ შეზღუდვა, დასაქმების და თანასაკუთრებით სარგებლობის განზრახ შეზღუდვა.
იძულება
ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავებაც მისი უფლებააანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა
მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისაგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია და შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზე.
ოჯახში ძალადობა ყველას ეხება და მასთან ბრძოლის პასუხისმგებლობაც თითოეულ მოქალაქეს ეკისრება. ის აუცილებლად უნდა აღიკვეთოს და ამ პროცესში ყველა ადამიანის მონაწილეობა მნიშვნელოვანია.
თუ ოჯახში ძალადობას განიცდით:
საქართველოს კანონმდებლობით, ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რაც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან/და ტანჯვას, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, რისთვისაც მოძალადეს შესაძლოა
შეეფარდოს:
შემაკავებელი ორდერი
შემაკავებელი ორდერი გამოიცემა პოლიციის თანამშრომლის მიერ 1 თვემდე ვადით და ძალაში შედის გამოცემისთანავე.
ორდერი მოძალადეს უკრძალავს გარკვეულ ქმედებებს – მსხვერპლთან მიახლოებას,
კომუნიკაციას, იარაღის ტარებას, საერთო ქონებით ერთპიროვნულად სარგებლობას და ა.შ.
მოძალადის მხრიდან ორდერის დარღვევა დანაშაულია.
დამცავი ორდერი
დამცავი ორდერი გამოიცემა სასამართლოს მიერ და სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს: მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ან მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს. არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში კი – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ხოლო 14 წლის ასაკიდან დამოუკიდებლად.
ორდერი მოძალადეს უკრძალავს გარკვეულ ქმედებებს: მსხვერპლთან მიახლოებას, იარაღის ტარებას, საერთო ქონებით ერთპიროვნულად სარგებლობას და ა.შ.
მოძალადის მხრიდან ორდერის დარღვევა დანაშაულია.
სასამართლო დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განცხადებას განიხილავს 10 დღის ვადაში
(განცხადების სასამართლოს კანცელარიაში რეგისტრაციიდან).
დამცავი ორდერი 6 თვემდე ვადით გამოიცემა.
თავშესაფარი
თავშესაფარი – ქვეყნის მასშტაბით ძალადობის მსხვერპლთათვის მოქმედებს 5 თავშესაფარი: თბილისში, გორში, სიღნაღში, ქუთაისსა და ბათუმში, რომელთა მისამართები კონფიდენციალურია.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის და მისი შვილ(ებ)ისთვის თავშესაფარში უზრუნველყოფილია დროებითი სადღეღამისი საცხოვრისი, რაც მოიცავს: კვებას, ჰიგიენის და პირველადი მოხმარების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფას. თავშესაფარი მსხვერპლს და მის შვილ(ებ)ს უსასყიდლოდ სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს:
კრიზისული ცენტრი
კრიზისული ცენტრი – ქვეყნის მასშტაბით 5 კრიზისული ცენტრი მოქმედებს: თბილისში, გორში, ქუთაისში, ოზურგეთსა და მარნეულში. კრიზისული ცენტრი მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს უსასყიდლოდ (უფასოდ) სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს:
თბილისის კრიზისული ცენტრი ასევე უზრუნველყოფს მოკლევადიან სადღეღამისო
საცხოვრისს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლისთვის (შვილებთან ერთად), რაც მოიცავს კვებით, ჰიგიენის და პირველადი მოხმარების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფასაც;
კრიზისული ცენტრებში მომსახურებების მიღება შესაძლებელია ყოველდღე 09 საათიდან 18 საათამდე, გარდა, შაბათ–კვირისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეებისა. იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი საჭიროებს დროებითი სადღეღამისო საცხოვრისით მომსახურებასაც, მსხვერპლის რეფერირება ხდება ფონდის დაქვემდებარებაში არსებულ თავშესაფარში, ხოლო სავარაუდო მსხვერპლის – თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში.)
კრიზისული ცენტრების მისამართები:
საკონსულტაციო ცხელი ხაზი 116 006 – სატელეფონო კონსულტაციებს უწევს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს.
მომსახურება 24-საათიანი, უფასო და ანონიმურია.
კონსულტაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ენებზე:
ცხელი ხაზი – 116001