ნებართვას, რეგისტრაციას, ავტორიზაციას დაქვემდებარებული, ასევე ექსპლოატაციაში მიღებისთვის ვარგისად აღიარებული ობიექტები ობიექტები, რომელთა დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვა წინა წლის განმავლობაში აღემატება 500 000 ₾ მომეტებული რისკის შემცველი ობიექტები, წლიური ბრუნვის მიუხედავად
1 აფთიაქი/ავტორიზებული აფთიაქი საბითუმო ვაჭრობა (46) სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება
2 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი საცალო ვაჭრობა (47) სიგარაბარი
3 ავტოგასამართი სადგური და კომპლექსი განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, მათ შორის სასტუმროები და მოტელები (55) ბაზარი/ბაზრობა
4 აზარტული და მომგებიანი თამაშობების ადგილები საკვებით და სასმელით მომსახურება (56) სავაჭრო ცენტრი
5 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
6 სკოლა/უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი
7 სესხის გამცემი სუბიექტი

შენობა-ნაგებობის მიერ ანალოგური კამერის დამონტაჟება არ ჩაითვლება დადგენილებით გათვალისწინებული ტექნიკური მახასიათებლების მოთხოვნების შესრულებად. 

ობიექტის მიერ დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურების სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პარამეტრებს:

ა) ვიდეოკამერა: ქსელური (IP);

ბ) კამერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელი 

გ) მგრძნობელობა: 0 ლუქსი აქტიური განათების შემთხვევაში (0.1 აქტიური განათების გარეშე);

დ) დაფარვის ზონა: შესაძლებელი უნდა იყოს შენობა-ნაგებობის მთავარი და სათადარიგო შესასვლელების 20-მეტრიანი რადიუსის ფართობის ვიზუალურად დანახვა;

ე) ჩანაწერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელი, არანაკლებ 5 კადრი წამში. დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ადამიანის (ობიექტის), (ავტოგასამართი სადგურისა და კომპლექსის შემთხვევაში ავტომანქანის სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ზუსტი იდენტიფიკაციის საშუალებას;

ვ) სერტიფიკატი: აპარატურას უნდა გააჩნდეს ISO სერტიფიკატი.

ობიექტებს, რომლებსაც აქვთ საერთო შესასვლელი ან რომელთა შესასვლელები განლაგებულია გზის ერთსა და იმავე ნაწილზე/მონაკვეთზე ერთმანეთის გვერდით, არაუმეტეს 10 მეტრის დაშორებით, შეუძლიათ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაამონტაჟონ საერთო გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.

შენობა-ნაგებობის მთავარ შესასვლელთან, გარე პერიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს არანაკლებ 2 (ორი) ვიდეოკამერა, თუ შენობა-ნაგებობას აქვს სათადარიგო შესასვლელი, სავალდებულოა 1 (ერთი) ვიდეოკამერის დამონტაჟება თითოეულ სათადარიგო შესასვლელთან.

თუ შენობა-ნაგებობის ადგილმდებარეობის ან სხვა ობიექტური ფაქტორის გამო მთავარ შესასვლელთან ორი ვიდეოკამერის დამონტაჟება შეუძლებელია, „112“ უფლებამოსილია დაუშვას გამონაკლისი კონკრეტული ობიექტისთვის და უფლება მისცეს განათავსოს მხოლოდ ერთი ვიდეოკამერა. აღნიშნულზე შედგება ოქმი.

დამონტაჟების აქტი არის ობიექტის მიერ შესაბამისი სანებართვო, სარეგისტრაციო, ავტორიზაციის პირობების დასაკმაყოფილებლად ერთ-ერთი სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ობიექტის მიერ განთავსებული/დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მთავრობის №101 დადგენილების მოთხოვნებთან შესაბამისობას.

დამონტაჟების აქტის მიღება სავალდებულოა მხოლოდ შემდეგი ობიექტებისთვის: 

  1. აფთიაქი
  2. ავტორიზებული აფთიაქი
  3. სესხის გამცემი სუბიექტი
  4. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
  5. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი
  6. აზარტული და მომგებიანი თამაშობების ადგილები
  7. სკოლა/უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი
  8. ავტოგასამართი სადგურები და კომპლექსები

დამონტაჟების აქტს გასცემს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“.

ობიექტი ვალდებულია დარეგისტრირდეს პორტალზე – camera.mia.gov.ge და განცხადებით მიმართოს „112“-ს დამონტაჟების აქტის მიღების მიზნით.

დამონტაჟების აქტის გაცემის მიზნით, ობიექტის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის 30 სამუშაო დღეში შემოწმების საფასურია 100 ლარი.

დიახ შესაძლებელია. 14 სამუშაო დღის განმავლობაში საფასურის განაკვეთია 200 ლარი, 7 სამუშაო დღეში – 400, ხოლო 3 სამუშაო დღეში – 500 ლარი.

დიახ, რადგან ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ხარვეზის დადგენის გამო დამონტაჟების აქტის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, მომსახურების საფასური უკან არ ბრუნდება და ყოველი ახალი განცხადებით მომართვისას ობიექტი იხდის შესაბამისი ოდენობის საფასურს. 

ყოველი დახარვეზებული განცხადება ექვემდებარება ობიექტის მხრიდან ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში ახალი განცხადებით მომართვას.

დიახ პორტალზე რეგისტრირდება დადგენილებით განსაზღვრული ყველა ობიექტი, თუმცა აღნიშნული ობიექტები განაცხადით მომართვისას რაიმე საფასურის გადახდას არ ექვემდებარებიან და მათზე არ ვრცელდება, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის შესამოწმებლად განკუთვნილი სხვადასხვა ვადის არჩევის შესაძლებლობა, ვინაიდან ასეთ ობიექტებს, მოქმედი კანონმდებლობით ვიდეომეთვალყურეობის დამონტაჟების აქტის ქონის ვალდებულება არ გააჩნიათ.

ობიექტის მესაკუთრე ვალდებულია ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუდმივად და უწყვეტად  და ჩანაწერები შეინახოს არანაკლებად 30 დღისა და არაუმეტეს 6 თვისა.

ობიექტის წამომადგენელი ვალდებულია, ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზის არსებობა, ხარვეზის შესაბამისი პერიოდისა და მიზეზის მითითებით დააფიქსიროს camera.mia.gov.-ზე არსებულ საკუთარ პროფილზე იმ კონკრეტული ობიექტის შტყობინების გრაფაში, სადაც ვიდეოჩანაწერის წყვეტა დაფიქსირდა.

აღნიშნული კატეგორიის ობიექტის კონტროლს ახორციელებს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანო საზოგადოებრივი უსართხოების მართვის ცენტრი „112“-თან ერთად და სანქციის შეფარდებას უზრუნველყოფს თავად მაკონტროლებელი ორგანო.

აღნიშნული ობიექტების მიერ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მოთხოვნების შესრულების კონტროლი ხორციელდება საზოგადოებრივი უსართხოების მართვის ცენტრი „112“-ის ინიციატივით, ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად.

აღნიშნული წესების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და იწვევს პირველ ეტაპზე პირის გაფრთხილებას. გაფრთხილების მიღებიდან ხარვეზის 30 დღის ვადაში აღმოუფხვრელობა/გამოუსწორებლობა იწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.