საზოგადოებასთან ურთიერთობა


112-ის დღე

 

2009 წელს, ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ 11 თებერვალი „112“-ის დღედ გამოაცხადეს. მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა, სადაც „112“ ფუნქციონირებს ამ დღეს სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღნიშნავს. 

საქართველოს „112“ აღნიშნულ დღეს აქტიურად აღნიშნავს. ახორციელებს სხვადასხვა სახის აქტივობას ხალხმრავალ ადგილებში, გეგმავს შეხვედრებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ატარებს კონკურსებსა და საინფორმაციო კამპანიებს სოციალურ მედიაში, სატელევიზიო და რადიო გადაცემებში. თითოეული ღონისძიება მოსახლეობაში „112“-ის შესახებ ცნობადობის გაზრდას ისახავს მიზნად.

გალერეა
Previous
Next