ხშირად დასმული კითხვები

112 არის საქართველოში მოქმედი სატელეფონო ნომერი, რომელიც 2012 წელს გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით შეიქმნა.

112 წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.

112 საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში, იღებს გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ სატელეფონო შეტყობინებებს ერთიანი სატელეფონო ნომრის 1–1–2 საშუალებით. დამუშავებული ინფორმაცია ოპერატიულად გადაეცემა: 

  • პოლიციას
  • სახანძრო / სამაშველო სამსახურს
  • სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს

112 არის გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი, რომელიც მოსახლეობისაგან შეტყობინებებს იღებს სატელეფონო ნომერზე  – 1 1 2
გადაუდებელი შემთხვევა გულისხმობს, ნებისმიერ სიტუაციას, როდესაც შემდეგი საგანგებო სამსახურების დახმარებაა საჭირო:

  • პოლიცია
  • სახანძრო / სამაშველო
  • სასწრაფო სამედიცინო

112 არის დამაკავშირებელი რგოლი ზარის ინიციატორსა და საგანგებო სამსახურებს შორის.
112-ის ოპერატორი ახდენს მოქალაქეებისგან შემოსული შეტყობინების მიღებას, დამუშავებას, შეფასებას და შემოდგომი რეაგირებისათვის აწვდის შესაბამისი საგანგებო სამსახურის/სამსახურების დისპეტჩერებს.

112-ზე დარეკვა შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირისთვის:

  • საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან
  • 24 საათის განმავლობაში
  • ფიქსირებული და მობილური ტელეფონიდან
  • სიმ-ბარათის გარეშე
  • ინდექსისა და ქალაქის კოდის გარეშე
  • ორმხრივად გათიშული ფიქსირებული ტელეფონებიდან
  • ორმხრივად გათიშული მობილური ტელეფონებიდან


გახსოვდეთ!
112-ში დარეკვისთვის აუცილებელია მობილური ტელეფონი ფიქსირდებოდეს საქართველოში მოქმედი მობილური პროვაიდერების (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) დაფარვის ზონაში.

სიახლე!

112-თან დაკავშირება შშმ პირებისთვისაც გახდა შესაძლებელი. კერძოდ, ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, გადადუდებელ შემთხვევებში, შეუძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით დაუკავშირდნენ 112-ს. სერვისი ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით.

112 განკუთვნილია საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციებისთვის, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს, მის ჯანმრთელობას, კერძო ან საზოგადოებრივ საკუთრებას.
გადაუდებელია შემთხვევა, როდესაც აუცილებელია პოლიციის, სახანძრო/სამაშველო ბრიგადის ან სასწრაფოს დაუყოვნებლივ მოსვლა.

იმისათვის, რომ განსაზღვროთ არის თუ არა სიტუაცია გადაუდებელი უნდა უპასუხოთ შემდეგ კითხვას:
აუცილებელია საგანგებო სამსახურების (პოლიცია, სახანძრო, სასწრაფო) დაუყოვნებლივ მოსვლა ადგილზე?
თუ ამ კითხვაზე თქვენი პასუხია „დიახ“ აუცილებლად უნდა დარეკოთ 112 – ზე და მიაწოდოთ ოპერატორს ინფორმაცია რა მოხდა ან რა შეიძლება მოხდეს.

დარეკეთ 112 – ზე, როდესაც:

  • ხანძარია
  • პიროვნებამ მოულოდნელად დაკარგა გონება
  • პიროვნებას აქვს სხეულის სერიოზული დაზიანება
  • პიროვნებას აქვს ძლიერი სისხლდენა
  • გახდით თვითმკვლელობის მცდელობის თვითმხილველი
  • გახდით მკვლელობის თვითმხილველი
  •  გახდით ავტოსატრანსპორტო შემთხვევის თვითმხილველი
  •  გახდით ყაჩაღობის თვითმხილველი
  • გახდით ძარცვის თვითმხილველი
  • გახდით ძალადობის თვითმხილველი
  • შეამჩნიეთ პოლიციის მიერ ძებნილი პიროვნება
  • გახდით ნარკოტიკების მოხმარების თვითმხილველი
  • შეამჩნიეთ საეჭვო სახის ნივთი
  • გახდით აფეთქების თვითმხილველი

გახსოვდეთ!
შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ისაუბრეთ გარკვევით და უპასუხეთ 112-ის ოპერატორის დასმულ ყველა კითხვას!

არ დარეკოთ 112 – ზე:

  • ცრუ განგაშის გამოწვევის მიზნით
  • გართობის მიზნით
  • საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის მუშაობის შესამოწმებლად
  • ოპერატორისათვის შეურაცხყოფის მისაყენებლად 
  • სატრანსპორტო საშუალებების განრიგის გასაგებად
  • საკვების შესაკვეთად
  • ამინდის პროგნოზის გასაგებად
  • ვალუტის კურსის გასაგებად
  • სასტუმროს დასაჯავშნად
  • ტაქსის გამოსაძახებლად
  • ინფორმაციის გასაგებად პიროვნების მისამართის ან ტელეფონის შესახებ

ყურადღება!
112-ზე გართობის მიზნით დარეკვის შემთხვევაში თქვენ არ აძლევთ დაკავშირების შესაძლებლობას მათ, ვისაც ნამდვილად სჭირდება დახმარება და ვისთვისაც წამები გადამწყვეტია.

გახსოვდეთ!
112-ში ყოველი შემოსული ზარი იწერება და არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში ისჯება კანონით.

112-ზე დარეკვა შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირისთვის:

  • საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან
  • 24 საათის განმავლობაში
  •  ფიქსირებული და მობილური ტელეფონიდან
  • სიმ-ბარათის გარეშე
  • ინდექსისა და ქალაქის კოდის გარეშე
  • ორმხრივად გათიშული ფიქსირებული ტელეფონებიდან
    ორმხრივად გათიშული მობილური ტელეფონებიდან


გახსოვდეთ!

112-ში დარეკვისთვის აუცილებელია მობილური ტელეფონი ფიქსირდებოდეს საქართველოში მოქმედი მობილური პროვაიდერების (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) დაფარვის ზონაში.

სიახლე!
112-თან დაკავშირება შშმ პირებისთვისაც გახდა შესაძლებელი. კერძოდ, ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, გადადუდებელ შემთხვევებში, შეუძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით დაუკავშირდნენ 112-ს. სერვისი ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით. 

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის 660 დადგენილებით  განისაზღვრა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მომსახურების საფასური, რომელიც შეადგენს 40 თეთრს.

რაც შეეხება მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღებ აბონენტებს, „112“-ის მომსახურების საფასური გადაიხდება თითოეულ სააბონენტო ნომერზე, რომელზეც კალენდარული თვის განმავლობაში ჯამში მოხდა 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა.  

 

აღნიშნული საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები,  რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება.

დიახ, 112-ის ოპერატორს შეუძლია შეტყობინებები მიიღოს ინგლისურ, რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და თურქულ ენებზე.