საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-მა (შემდგომ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“, „ჩვენ“, „ჩვენი“) შექმნა „112 Georgia“, უფასო მობილური აპლიკაცია. ამ მომსახურებას უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112″. აპლიკაციით სარგებლობა უფასოა.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112″-მა, როგორც პირის პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელმა ორგანომ (მაკონტროლებელმა) იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლებისთვის პერსონალური მონაცემების დაცვა და ჩვენ ვცდილობთ აპლიკაციის მომხმარებლების პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, გამოყენების, გამჟღავნების, გადაცემის წესები იყოს ნათელი და განჭვრეტადი. თუ თქვენ მოცემული სერვისის გამოყენებას აირჩევთ, თქვენ ეთანხმებით პერსონალური ინფორმაციის შეგროვების და გამოყენების აღნიშნულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
პიროვნების პერსონალური მონაცემები, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ, გამოიყენება შესაბამისი მომსახურების მიწოდებისა და მისი გაუმჯობესების მიზნით. ჩვენ არ გამოვიყენებთ და არ გავუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირს გარდა ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილი შემთხვევებისა.
ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც აპლიკაციაში მითითებულ წესებსა და პირობებში, რომელიც ხელმისაწვდომია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112″-ის აპლიკაციაში, თუ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება
„112 Georgia“-ს აპლიკაციის გამოსაყენებლად საჭიროა შესაბამისი რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის სავალდებულოა მობილური ტელეფონის ნომრის მითითება/დამატება. ჩვენი მომსახურებით სარგებლობისას, შეიძლება მოგთხოვოთ გარკვეული პერსონალური ინფორმაცია როგორიც გახლავთ: სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი, დამატებითი საკონტაქტო ნომერი, მისამართი და ადგილმდებარეობა. ადგილმდებარეობის განსაზღვრა ექვემდებარება დამატებით თანხმობას, დამატებითი თანხმობა შეიძლება გამოითქვას თავად აპლიკაციის მეშვეობით. ჩვენ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას ვიყენებთ შესაბამისი წესით, როგორც ეს აღწერილია აპლიკაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
საგანგებო სიტუაციების სამსახურებს ინფორმაცია მიეწოდება აპლიკაციიდან მიღებული გადაუდებელი შეტყობინებების შემთხვევაში. მომხმარებლის ზუსტი ადგილმდებარეობა და ტელეფონის ნომერი გადაეცემა შესაბამის საგანგებო დახმარების სამსახურს.
აპლიკაცია იყენებს მესამე მხარის სერვისებს, რომლებმაც შეიძლება შეაგროვონ ინფორმაცია თქვენი იდენტიფიცირებისათვის.
მოცემულ ბმულზე იხილეთ ინფორმაცია მესამე მხარის მომსახურების მიმწოდებლის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ, რომელსაც აპლიკაცია იყენებს: https://www.google.com/policies/privacy/
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი გახლავთ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა და უზრუნველყოფა. აბონენტის მიერ გამოყენებული ტელეფონის ნომერი, ასევე ზუსტი ლოკაციიის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად გადაეცემა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112″-ს. ამ აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირის ადგილმდებარეობის სწრაფი განსაზღვრა, რაც გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამცირებს ადგილზე მისვლის დროს და რეაგირებას ხდის უფრო ეფექტურს და ოპერატიულს. აპლიკაციას აქვს ისეთი ფუნქციაც, რომელიც იძლევა შესაძლებლობას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ში გაიგზავნოს ჩუმი განგაში (SOS ღილაკის მეშვეობით). ასევე აპლიკაცია იძლევა ოპერატორთან მიმოწერის შესაძლებლობასაც. აღნიშნული მნიშვნელოვნად ამარტივებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-თან დაკავშირებას ისეთ შემთხვევებში, როდესაც მსხვერპლს არ შეუძლია საუბარი და მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად საჭიროებს დაუყონებლივ დახმარებას.
მონაცემების ჟურნალი
ჩვენ გატყობინებთ, რომ ყოველთვის, როდესაც ჩვენი მომსახურებით სარგებლობთ, მობილურ აპლიკაციაში ხარვეზის შემთხვევაში ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებსა და ინფორმაციას (მესამე მხარის პროდუქტების საშუალებით) თქვენი მობილური ტელეფონის მეშვეობით, მონაცემთა ჟურნალის გამოყენებით (Log data). ეს ჟურნალი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციას, როგორიც გახლავთ: თქვენი მობილური მოწყობილობის IP მისამართი, მოწყობილობის სახელი, ოპერაციული სისტემის ვერსია, აპლიკაციის კონფიგურაცია ჩვენი სერვისის გამოყენების დროს, სერვისის გამოყენების დრო, თარიღი და სხვა სტატისტიკა.
პირობა კონფიდენციალურობის შესახებ:
ჩვენ გპირდებით:
• თქვენი პეროსნალური მონაცემების უსაფრთხოდ დაცვას;
• თქვენი მონაცემების მხოლოდ კანონიერად გამოყენებას;
• სრული და ამომწურავი ინფორმაციის მოწოდებას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
როგორ გიცავს კანონი
თქვენი კონფიდენციალურობა დაცულია, როგორც ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკით, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობითა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციით (GDPR) (E.U.). კანონის შესაბამისად, თქვენ უფლებამოსილი ხართ მოგვთხოვოთ ზუსტი ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია: თქვენთან დაკავშირებული რომელი მონაცემების დამუშავება ხდება; რა არის მონაცემთა დამუშავების მიზანი; მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი და კანონით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.
უსაფრთხოება
ჩვენ ვაფასებთ თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებით გამოცხადებულ ნდობას და ვცდილობთ მის დასაცავად გამოვიყენოთ უსაფრთხო სამართლებრივი მეთოდები. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით ინფორმაციის გადაცემის არცერთი მეთოდი ან ელექტრონული შენახვის მეთოდი არ არის 100%-ით უსაფრთხო და საიმედო და მისი აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს.
ბმულები სხვა საიტებზე
ეს სერვისი შეიძლება შეიცავდეს სხვა ვებგვერდების ბმულებს. თუ დააჭირეთ მესამე მხარის ბმულს, სხვა ვებგვერდზე გადაგამისამართებთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ საიტებს ჩვენ არ ვმართავთ. ამიტომ, ჩვენ გირჩევთ, გადახედოთ ამ ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენ არ გვაქვს კონტროლი და არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მესამე მხარის საიტების ან სერვისების შინაარსზე, კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე ან პრაქტიკაზე.
ინფორმაცია ბავშვებთან დაკავშირებით
„112 Georgia“-ს აპლიკაციის სერვისები არ არის შექმნილი 16 წელზე ნაკლები ასაკის პირებისათვის (შემდგომ – ,,არასრულწლოვნები”).
მნიშვნელოვანია ბავშვების პირადი ცხოვრების და პერსონალური მონაცემების დაცვა. ამ მიზეზით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112″ შეგნებულად არ აგროვებს და არ ინახავს არასრულწლოვნების პერსონალურ მონაცემებს. თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112″ შეიტყობს, რომ არასრულწლოვანთა პერსონალური ინფორმაცია შეგროვდა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112″ მიიღებს შესაბამის ზომებს ამ ინფორმაციის წასაშლელად.
თუ თქვენ ხართ არასრულწლოვნის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი და გაქვთ ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანი დარეგისტრირდა „112 Georgia“-ს მობილურ აპლიკაციაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტის მისამართზე: 112@112.ge, რათა არასრულწლოვნის ანგარიში გაუქმდეს და არსებული ინფორმაცია წაიშალოს.
ცვლილებები ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
დროდადრო შეიძლება განვაახლოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ამრიგად, გირჩევთ პერიოდულად გადახედოთ ამ ვებგვერდს ნებისმიერი ცვლილების სანახავად. ჩვენ შეგატყობინებთ ნებისმიერი ცვლილების შესახებ ამ ვებგვერდზე კონფიდენციალურობის პოლიტიკის შინაარსის განახლებით. ეს ცვლილებები ძალაში შედის ამ ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: 032 2 41 96 77
ვებგვერდი: 112.ge
ელფოსტა: 112@112.ge
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები კონფიდენციალურიბოს პოლიტიკასთან დაკავშირებით, მოგვმართეთ.
112-ში ყველა უფლება დაცულია.