სასწავლო ცენტრი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112″-ის სასწავლო ცენტრი 2015 წელს შეიქმნა. 

სასწავლო ცენტრის ტრენერები, მუდმივად ზრუნავენ, როგორც არსებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ოპერატორობის კანდიდატების პროფესიულ მომზადებაზე, ასევე უზრუნველყოფენ მომიჯნავე სამსახურების თანამშრომელთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ორგანიზებასა და ჩატარებას.

• სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112″-ს მინიჭებული აქვს სახელმწიფოს მიერ აღიარებული ოფიციალური დადასტურება პროფესიული მომზადების პროგრამის – „საკონტაქტო ცენტრის დისტანციური მომსახურების სპეციალისტის” – განხორციელების თაობაზე, 112-ში მისაღები კანდიდატი ოპერატორებისთვის. (იხ. საბჭოს გადაწყვეტილება).

• სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112″-ს მინიჭებული აქვს სახელმწიფოს მიერ აღიარებული ოფიციალური დადასტურება პროფესიული მომზადების პროგრამის – „დისტანციური ცენტრის ოპერატორი” – განხორციელების თაობაზე, ნებისმიერი დაინტერესებული პირებისათვის და კერძო / საჯარო ორგანიზაციებისათვის. (იხ. საბჭოს გადაწყვეტილება).

• საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 8 ნოემბრის N1/498 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – „112″-ის ოპერატორთა და დისპეტჩერთა შერჩევისა და მომზადების წესი.

 

სტატისტიკური მონაცემები:

2023 წლის განმავლობაში, „112“-ის სასწავლო ცენტრის მიერ, სხვადასხვა მიმართულებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის და მომიჯნავე სამსახურების 1737 თანამშრომელი გადამზადდა. 

2015-2023 წლებში, „112″-ის სასწავლო ცენტრში, სულ 12200-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა გადამზადება, მათ შორის მომიჯნავე სამსახურების წარმომადგენლებმაც.

https://112.gov.ge/?p=25617

Previous
Next